რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - საქართველო მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია

18.04.24 11:01
რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - საქართველო მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია

საქართველოში რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცება მსოფლიო გამოცემების განხილვის თემა გახდა - "აგენტების შესახებ" კანონზე The Guardian, Reuters, France 24  და სხვები წერენ. 

საერთაშორისო გამოცემა "France 24" სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო წლების განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობდა, თუმცა ახლა "ქართულ ოცნებას" რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.

გამოცემა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებებსაც ეხმაურება. "France 24"  პირდაპირ წერს, რომ კობახიძე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ცნობილია ანტიდასავლური რიტორიკით და ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულია, განაცხადა, რომ კანონი ხელს შეუწყობს დასავლური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას", - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები