საქართველოს პარლამენტი ვნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს - კონსტიტუციონალისტი

18.04.24 14:03
საქართველოს პარლამენტი ვნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს - კონსტიტუციონალისტი

ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას პრეზიდენტს აბრალებდა, აღმოჩნდა, რომ თავად ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარი კანონის სულისკვეთებას.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, იარსებებს ყველა გარემოება, რის გამოც შესაძლოა, ხელისუფლების წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყოს.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტები ფიქრობენ, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კანონს მიიღებს, მაშინ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაირღვევა.

კოტე ჩოკორაია "პირველების" ეთერიდან მთავრობას დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებებს ახსენებს და აცხადებს, რომ რუსული კანონის დამტკიცება საქართველოს რეგრესს გამოიწვევს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ანუ ადამიანები, რომლებიც იღებენ პირდაპირ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე, ჩვენთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საფრთხე ექმნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არათუ არ აკეთებს, არამედ ვნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, შესაბამისად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას პირდაპირ", - ამბობს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი.

მსგავსი სიახლეები