სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

10.07.21 13:34
სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სამივე მათგანი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში,  კვლავ მართვით სუნთქვაზეა. 

არ გაუარესებულა, თყმცა არის სტაბილურად მძიმე. ამ ეტაპზე პოზიტიური სიახლე არ გვაქვს, თუმცა რომ არ არის გაუარესება ესეც შეიძლება დადებითად განვიხილოთ, სამივე მართვით სუნთქვაზე რჩება და ჯერჯეორბით მოხსნას არ ვგეგმავთ", - ამბობს დავით რეხვიაშვილი, ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელი. 

სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ერთ მათგანს "ინდური", იგივე დელტა შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ე.წ. ბრიტანული შტამი. მესამე ჩვილზე ინფექციის შტამის განსაზღვრისთვის კვლევები გრძელდება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დელტა და ალფა შტამები ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და ინფიცირების წყარო მშობლები არიან.