სამართლებრივი ხრიკები თუ პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება - რატომ ჭიანურდება ლაზარეს ციხიდან გათავისუფლება?

18.04.24 14:59
სამართლებრივი ხრიკები თუ პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება - რატომ ჭიანურდება ლაზარეს ციხიდან გათავისუფლება?

რატომ ჭიანურდება ლაზარე გრიგორიადისის ციხიდან გათავისუფლება? - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე ამ დრომდე განაჩენს დაცვის მხარეს არ აწვდის.

ეს დოკუმენტი რომ ადვოკატებს ხელში ქონდეთ, რუსული კანონის მოწინააღმდეგ ახალგაზრდის გათავისუფლება საათების საქმე იქნებოდა, თუმცა დღეს დაცვის მხარემ სასამართლოსგან წერილი მიიღო, საიდანაც გაირკვა, რომ ზვიად შარაძემ მაქსიმალური ვადა, 14 დღე მოთხოვა.   

ზოგადად, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ საქმე მრავალტომიანი არ არის, მოსამართლე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ადვოკატებს 5 დღეში უგზავნის, იმ შემთხვევაში კი თუ საქმე მრავალტომიანია, ის 14 დღეს ითხოვს იმისთვის, რომ განაჩენი დაცვის მხარეს მიაწოდოს. 

რა ხდება ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევაში? - ადვოკატების თქმით, საქმეში სულ რამდენიმე მოწმის ჩვენება და ექსპერტიზა არსებობდა, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა მოსამართლე შარაძემ საქმე მრავალტომიანად. 

უფლებადამცველები პროცესის განგებ გაჭიანურებაზე საუბრობენ: 

ლაზარეს საქმე რანაირად შეაფასა სასამართლომ მრავალტომიანად ვერ გეტყვით. 4 პოლიციელის ნარატივი თუ ნიშნავს რომ საქმე მრავალტომიანია, მე თუ მკითხავთ ეს სასაცილოა. 

ამ ეტაპისთვის განაჩენი სასამართლოს არ აქვს. ამავე დროს პენიტენციურში არის გადაგზავნილი ცნობა, რამდენი და რა მუხლით მიესაჯა ლაზარე გრიგორიადისს და ა.შ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დარჩენილია ის გარემოება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღოს ოფიციალურად განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი"- მბობს ლიკა ბითაძე. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პენიტენციურს მოსთხოვონ, სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე პრეზიდენტს ადმინისტაციას გადაუგზავნოს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასაქართველოს პრეზიდენტმა, 12 აპრილს„TV პირველის“ ეთერშ დააანონსა და ეს მოხდა საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. 
 

მსგავსი სიახლეები