გუშინ აქციაზე დაკავებული ორივე პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შეფურთხებას - ადვოკატი
რუსული კანონის საწინააღდმდეგო აქციაზე პოლიციამ წუხელ კიდევ ორი მომიტინგე დააკავა. ორი დაკავებულიდან ერთს ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, თუმცა მისი ადვოკატი ამ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს.
ადვოკატების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომიტინგეები ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს.
უფლებადამცველების თქმით, ორივე დაკავებულია ნაცემია.
ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მასთან არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესული, იქიდან გამომდიანრე, რომ მას ზედაპირულადაც აღენიშნება ძალადობის ნიშნები. როგორც დაკავებისას, მერე უკვე მანქანაში, მის მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ ძალადობას ისე შეფურთხებას პოლიციელების მხრიდან", - ამბობს ადვოკატი
16-17 აპრილს თბილისში გამართულ აქციებზე ჯამში ამ დრომდე დაკავებულია 15 მომიტინგე. მათი ნაწილი წინასწარი მოთავსების იზოლატორს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. დაკავებულთა ნაწილს ძალადობის კვალი აღენიშნებათ და სასტიკად ნაცემი არიან.