"სპეცრაზმელებმა სანამ გამძლეობა ეყოთ, გვირტყეს და გვაგინეს" - ჯობავა ექპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს
ტვინის შერყევა დაბეჟილობები და სასტიკი ანგარიშსწორების კვალი - მომიტინგე, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, კლინიკიდან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს.
ლევან ჯობავა ირწმუნება, რომ ის ჯერ გათიშეს, შემდეგ კი გონება დაკარგულს სპეცრაზმის თანბამშრომლები ურტყამდნენ.
ეხლა ვარ ექსპერტიზაზე მოსული. დაბეჟილობები მაქვს თავის არეში. აი ძალიან ბევრი მაქვს ნარტყამი თავშიც, ზურგშიც და ფეხშიც. შერყევა მაქვს, რომელიც სასწრაფომაც დაადასტურა და კლინიკაშიც დაადასტურეს. უცებ გაიხსნა ეს რობოკოპების ფარები და გამოვარდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანები. ერთადერთი უნიღბო, ასაკოვანი კაცი იყო იქ, რომელმაც იყვირა, პოლიციელებს როგორ აგინებთო. ეგ ჩემს ღირებულებებში არ ჯდება, რომ ფორმიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენო. ვყვიროდი, მეთქი, მამა მყავს პოლიციელი, არ ვაგინებ პოლიციელებს, არ გეჯიკავებით, მოგყვებითთქო. მე ხამუტები მედო, ბიჭებს ედო ბორკილები. კართან მოასკდა ეს შავი სპეცრაზმელები და სანამ გამძლეობა ეყოთ, მანამდე გვირტყეს თავში და გვაგინეს", - ამბობს ლევან ჯობავა.
ჯობავა ერთ-ერთია, თუმცა არა ერთადერი, რომელიც 16-17 აპრილის აქციების დროს დაზარალდა. ამ დრომდე აქტივისტების ნაწილი იზოლატორში, მეორე ნაწილი კი კლინიკაში რჩება. ყველა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სახლემწიფოს რუსული წესებით აქვს დაწყებული.