სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - რა გახდა ტაბიძის ქუჩაზე 3 ადამიანის ლიკვიდაციის მცდელობის მოტივი (ახალი დეტალები)

18.04.24 17:49
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - რა გახდა ტაბიძის ქუჩაზე 3 ადამიანის ლიკვიდაციის მცდელობის მოტივი (ახალი დეტალები)

ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში - ვაკეში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფიგურანტების, ძმებ კაკულიებისა და სერგი ქურთიაშვილის დაპირისპირება ახალი ანგარიშსწორების მოტივი ხდება.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ტაბიძის ქუჩაზე მოხმდარი სისხლიანი გარჩევა ძმები კაკულიების ახლო ნათესავს, გიორგი რუხაძესა და სერგი ქურთიაშვილს შორის მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, ქურდიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო რუხაძეს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები. 

სროლის დროს ქურთიაშვილისა და რუხაძის გარდა დაიჭრა რუხაძის დაცვის თანამშრომელიც. 

"პირველების" მიერ მოპოვებულ ვიდეოში, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული, გარკვევით ჩანს სამივე მათგანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვაკეში გასროლის ხმა, გუშინ დაახლოებით 12 საათზე გაიგეს.

დაახლოებით 2 გასროლის ხმა გავიგე, ამბობდნენ, ძველი ანგარიში იყო გასასწორებელი და შური იძიეოს. თავში ესროლეს ერთმანეთსო მე ასე გავიგე, ვიღაცა დაცვაც ყოფილა დაჭრილი, იმიტომ, რომ ნიღაბი ეკეთა ამ პირსო", - ამბობს ადგილობრივი.

სამივე დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია და მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

სასწრაფო მანქანის ბრიგადით მოყვანილ იქნა 3 მამაკაცი. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. სამივე მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს ორი პაციენტი. ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ისინი ხელოვნურ აპარატზე არიან შეერთებულნი", - ამბობს ექიმი.

მომხდარზე გამოძება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, ტაბიძის ქუჩაზე საგამოძოებო მოქმედებები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ძმებ გუგა და დავით კაკულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. 

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. 

პროკურატურა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები