"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10.07.21 14:52
"თბილისი პრაიდის"  ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს: ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილს და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებდენ. დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად გირაოს ითხოვდა. 

გამოძიება  ბრალდებულების  მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ჯგუფები 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს.

მსგავსი სიახლეები