გასარკვევია ვინ იყვნენ ვინც ძალადობდნენ, საპატრიარქოს კომისია ალბათ იმსჯელებს - მეუფე გრიგოლი

10.07.21 17:03
გასარკვევია ვინ იყვნენ ვინც ძალადობდნენ, საპატრიარქოს კომისია ალბათ იმსჯელებს - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები დაგმო და  აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები ჩრდილს აყენებს სახელმწიფოსაც და ქრისტიანობასაც.

ნებისმიერი სახის ძალადობა ქრისტიანთაგან არ არის მოსაწონი და პირიქით დასაგმონია.  ​გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს.

საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რაც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად“,- ამბობს მეუფე გრიგოლი.