ლაზარემ ციხე შესაძლოა, დღესვე დატოვოს - ადვოკატებმა მოსამართლეს პირადად მიაკითხეს

19.04.24 11:44
ლაზარემ ციხე შესაძლოა, დღესვე დატოვოს - ადვოკატებმა მოსამართლეს პირადად მიაკითხეს

ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. უფლებადამცველებმა მოსამართლე ზვიად შარაძეს სამსახურში მიაკითხეს. იურისტები  ზვიად შარაძეს კანონის დარღვევაში ამხელენ. მათი თქმით, მოსამართლეს 5 დღე ჰქონდა იმისთვის, რომ განაჩენი მხარეებისთვის გადაეგზავნა, თუმცა ზვიად შარაძემ ეს არ გააკეთა. მოსამართლემ ადვოკატებს არც საქმის სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარა.

ადვოკატებისთვის სარეზოლუციო ნაწილის გადასაცემად მოსამართლემ ადვოკატებს დღეს ერთ საათიანი ვადა სთხოვა. თუ ზვიად შარაძე მათ აღნიშნულ ფურცელს გადასცემს, იურისტები გეგმავენ, აღნიშნული დოკუმენტი ათონელის სასახლეში თავად მიიტანონ, რათა ლაზარემ ციხე დღესვე დატოვოს.

გუშინ გავგზავნე განცხადება და მოვითხოვე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რაც კანონით დადგენილი წესით არის ჩემი უფლება და დაცვის მხარეს აუცილებლად უნდა გადაეცეს. ამასთან დაკავშირებით მოვედით, რომ ჩავიბაროთ ხელზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, თუ რა თქმა უნდა, სასამართლო ჩამაბარებს და ამ უფლებას არ დააღვევს, და მას შემდეგ მე თვითონ, დაცვის მხარე გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელზე მოცემულ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. განაჩენის წარდგენიდან 7 დღეა უკვე გასული. 7 დღის განმავლობაში პენიტენციურად გადაიგზავანა და რატომღაც მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ფოსტა აგვიანებს და ამიტომ ვერ გადაეცა ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მოცემული პროცესი, მე თუ მკითხავთ, არის გაჭიანურებისკენ მიმართული. თუ სასამართლო მე დღეს ამ სარეზოლუციო ნაწილს კიდევ რაიმე მიზეზით ვერ ან არ ჩამაბარებს, მაგ შემთხვევაში, პირდაპირ პენიტენციურში მსჯავრდებულს ხომ აქვს ჩაბარებული, თავად მსჯავრდებულისგან გამოვიტან და მივიტან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშ, - ამბობს ლიკა ბითაძე. 

 

მსგავსი სიახლეები