"სალომე ზურაბიშვილმა დანაშაული წაახალისა" - წილოსანი ლაზარეს შეწყალებაზე

19.04.24 11:59
"სალომე ზურაბიშვილმა დანაშაული წაახალისა" - წილოსანი ლაზარეს შეწყალებაზე

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ლაზარეს შეწყალებით საქართველოს პრეზიდენტმა დანაშაული წაახალისა. მმართველი გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ახალგაზრდა დამნაშავეა და მისი შეწყალება დაუშვებელია. 

არ აქვს მნიშვნელობა, როდის დატოვებს ეს ადამიანი საპყრობილეს. ის დამნაშავე იყო და დანაშაული მიუძღოდა უმძიმესი კატეგორიის დანაშაულში. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა წაახალისა ყველა შემდგომი მსგავსი აგრესიული და ექსტრემისტული აქტივობა, თუმცა ასევე თვალნათელია, რომ სახელმწიფო თავის ადგილას დგას, კანონები მუშაობს, სამართლდამცავი სისტემა აუცილებლად დაიცავს უსაფრთხოებას და აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი ნებისმიერი ასეთი შემთხვევა თუ ვინმე კიდევ გადაწყვეტს, - ამბობს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა, დღესვე დატოვოს. ადვოკატებმა დღეს მოსამართლე ზვიად შარაძეს პირადად მიაკითხეს და საქმის სარეზოლუციო ნაწილის მათთის გადაცემა მოსთხოვეს. იურისტების თქმით, თუკი აღნიშნულს ისინი დღეს ჩაიბარებენ,  დღესვე მიიტანენ მას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

მსგავსი სიახლეები