"ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი" - სეფაშვილი ლაზარეს შეწყალებაზე

19.04.24 12:03
"ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი" - სეფაშვილი ლაზარეს შეწყალებაზე

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი, დანაშაულის წახალისებას ემსახურება და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტია. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ზურაბიშვილმა დამნაშავეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

მისი ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა ძალადობისკენ წახალისება, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისადმი წახალისება და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობის რომანტიზება.  ჩვენ ვერ ვუწოდებთ, რომ დამნაშავის შეწყალება არის ჰუმანური აქტი, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და ყველა იმ ახალგაზრდის წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომლებსაც მოუწოდებს, რომ დანაშაული ჩაიდინონ და იგი გვერდში დაუდგება დანაშაულის ჩამდენს, - ამბობს ეკა სეფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა, დღესვე დატოვოს. ადვოკატებმა დღეს მოსამართლე ზვიად შარაძეს პირადად მიაკითხეს და საქმის სარეზოლუციო ნაწილის მათთის გადაცემა მოსთხოვეს. იურისტების თქმით, თუკი აღნიშნულს ისინი დღეს ჩაიბარებენ,  დღესვე მიიტანენ მას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.  

მსგავსი სიახლეები