"არა რუსულ კანონს!" - ქართველმა ჟურნალისტებმა ფლორიდაში აქცია გამართეს

19.04.24 12:09
"არა რუსულ კანონს!" - ქართველმა ჟურნალისტებმა ფლორიდაში აქცია გამართეს

"არა რუსულ კანონს!" - ამ მოწოდებით ქართველმა ჟურნალისტებმა აქცია ფლორიდაშიც გამართეს. კუნძულ ქი ვესტიზე შეკრებილი ემიგრანტი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ სადავო კანონის ამოქმედების შემთხვევაში კრიტიკული მედიის მომავალს საქართველოში საფრთხე დაემუქრება, თავისუფალ სიტყვას კი ძირი გამოეთხრება.

ქართული მედიის წარმომდგენლები, ვინც იძულებული გახდნენ, მიკროფონები და კამერები დაეთმოთ და შრომით მიგრაციაში შტატებში წასულიყვნენ, თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ფლორიდის შტატში გამართულ აქციას ჟურნალისტების გარდა, რიგითი ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდნენ.

რამდენიც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს არ არის რუსული კანონი, ეს არის სწორედ რომ რუსული კანონი და ამ გზით საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ წაგვიყვანოს ისევ რუსეთში და ხელმეორედ გაასაბჭოოს საქართველო, - თქვეს აქციის მონაწილეებმა. 

მსგავსი სიახლეები