მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა - შსს

10.07.21 21:27
მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა.

აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები