რუსული კანონი ქართველმა ემიგრანტებმა პრაღაშიც გააპროტესტეს
რუსული კანონის საწინააღმდეგო კიდევ ერთი აქცია პრაღაში გაიმართა. იძულებით შრომით მიგრაციაში წასული ქართველები ხელისუფლებას ევროპიდან უთვლიან, რომ ქვეყნის გარუსებას არავის აპატიებენ. განსაკუთრებით კი მართველი გუნდის იმ 83 დეპუტატს, ვინც გადამწვეტ წუთებში ხალხის მიერ მიღებული მანდატი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებისთვის გამოიყენა და რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
შევიკრიბეთ ქართველები პრაღაში, რომ აქედანაც გამოვუცხადოთ მხარდაჭერა თბილისში რუსთაველზე შეკრებილ ხალხს. ჩვენ ევროპაში ვართ, მაგრამ გული საქართველოში გვაქვს და ყოველთვის, როცა შეგვიძლია, ყველანაირად მხარში ვუდგავართ ქვეყანას. ევროპაში იმიტომ ვართ, რომ ვიცით, რომ აქ არის ის დემოკრატია, რისი აშენებაც გვინდა საქართველოში. ბიძინას 83 მაიმუნს კიდევ მივმართავ, რომ ეგ არ გაუვათ. მაინც გამოგათრევთ მანდედან, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩებში ქართველები ეროვნული დროშით და საპროტესტო ბანერებით გავიდნენ. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.