სახლში გაისროლა - 24 წლის ქალი ამბობს, რომ პოლიციელი მეუღლე მოკვლით ემუქრება

10.07.21 21:42
სახლში გაისროლა - 24 წლის ქალი ამბობს, რომ პოლიციელი მეუღლე მოკვლით ემუქრება

24 წლის ქალი ამბობს, რომ  პოლიციელი მეუღლე, ავთანდილ გვარამია  მოკვლით ემუქრება. მოსალოდნელი  სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ქალმა ტვ პირველის შაბათის ეთერთან ისაუბრა.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ის უკვე 7 წელია რაც ქმრის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია. ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს პოლიციელმა მეუღლემ უმისამართო სროლა დაიწყო. ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

რომ განერვიულდება და გაცეცხლებულია, არ არის გამორიცხული ყველაფერზე წავიდეს, იარაღი უკანონოდ რამდენჯერ უსვრია სახლში", - ამბობს ქალი. 

ქალი ამბობს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მეუღლეს დაშორდა, თუმცა ძალადობა ამით არ დამთავრებულა.

რაც დავშორდით უფრო გაღიზიანებულია, სამსახურის იარაღით მემუქრებოდა", - ამბობს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა სენაკის პოლიციას მიმართა. შაბათის ეთერმა მოიპოვა ის დოკუმენტი, რომლითაც დგინდება რომ მსხვერპლი მყისიერი საფრთხის წინაშეა, თუმცა პოლიციას მათი უწყების თანამშრომლის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გაუცია. 

პოლიციელი ავთანდილ გვარამია, რომელიც ცოლის სიცოცხლის მოსპობის მუქარაშია მხილებული ტვ პირველის კამერებს დაემალა, მოგვიანებით კი ცოლის მიერ წაყენებული ბრალდებები უარყო.

ქალის ადვოკატი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელი სამსახურეობრივ გავლენებს პირადი მიზნებისთვის იყენებს. ადვოკატის თქმით, პოლიციელმა ყოფილი მეუღლის ჩვენება  სიტყვა-სიტყვით იცოდა, რაც იმას ნიშნავს რომ მას გასაიდუმლეობულ ჩვენებაზე წვდომა ჰქონდა.