პირველ რიგში გვაინტერესებს, დადგინდეს ლექსოს სიკვდილის მიზეზი - ნოდარ მელაძე

11.07.21 11:12
პირველ რიგში გვაინტერესებს, დადგინდეს ლექსოს სიკვდილის მიზეზი - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძ,ე გარდაცვლილი ოპერატორის სახლში დილიდან იმყოფება. ნოდარ მელაძე მოითხოვს, დადგინდეს, რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი.

პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის, დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ძალადობრივი კადრები, როგორ გადაკიდა 30-მდე თავდამსხმელმა ლექსო კიბეზე და მიაყენეს სასტიკი დაზიანებები, სახის ძვლები ქონდა ჩამტვრეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვაინტერესებს, დადგინდეს ლექსოს სიკვდილის მიზეზი. როცა მოვიდნენ პოლიციელები, დიდი ხანი არ მოვიდნენ, შემდეგ ჩვენ დავურეკეთ პრესსამსახურს, მოვიდნენ სამართალდამცავები, დედა იყო ემოციურ ფონზე, პოლიციამ გვითხრა, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო და გაგვიშვეს, გავედით გარეთ, გარეთ გვესმოდა ხმაური, ჩხუბის ხმა. იმის მაგივრად, რომ პოლციას აეხსნა და დაემშვიდებინა შვილმკვდარი დედა, ვხედავთ, რომ ცხედარი სახლიდან გაიტაცეს, საკაცეც კი არ შემოიტანეს, უმძიმესი კადრები იყო. ჩვენ შოკირებულები ვართ, საერთოდ არ ვიცით, რა მოხდა", - ამბობს ნოდარ მელაძე. 

 ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, ამს ოპერაცია ჩაუტარდა და კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. 

მსგავსი სიახლეები