"მირტყამდნენ თავზე და ცხვირში" - აქციაზე ნაცემი ჟურნალისტები ექსპერტიზაზე მიიყვანეს

19.04.24 15:30
"მირტყამდნენ თავზე და ცხვირში" - აქციაზე ნაცემი ჟურნალისტები ექსპერტიზაზე მიიყვანეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ადასტურებს.

დაშავებული ჟურნალისტების ნაწილმა კლინიკები უკვე დატოვეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე  სამი ნაცემი ჟურნალისტიდან მხოლოდ ორია გამოკითხული.  გამოძიება კი მხოლოდ ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

ჟურნალისტები მომხდარს იხსენებენ და ითხოვენ, რომ ძალადობის მუხლს დაემატოს სამსახურეობრივ საქმიანობაში ხელის შეშლაც.

მიმაყენეს კედელთან, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ უცებ შემოტრიალდა ერთ-ერთი, დამარტყა სახეში, მერე მხარზეც ვიგრძენი. მე მხოლოდ ვუმეორებდი, რომ „ჟურნალისტი ვარ, უკან გავდივარ“. საქმე აღიძრა, ზოგადად, ერთიანად, სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც ნიშნავს, რომ მეც მოვიაზრები როგორც დემონსტრანტი, აქციის მონაწილე, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას აქვს ცალკე სისხლის სამართლის მუხლი და წესით და რიგით, ამ კუთხით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, - ამბობს "პუბლიკას" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. 

მომხდარის შესახებ კიდევ ერთი ნაცემი ჟურნალისტი ყვება.   


მირტყამდა და მიჭერდა რამდენიმე. მე განუწყვეტლივ და იქამდე, ნახევარ საათზე მეტი ტერიტორიაზე გავატარე და მეკეთა ბეიჯი და პრესკარტა და მარტივად იდენტიფიცირებადი უნდა ყოფილიყო, როცა ასე ახლოს ვიდექი, რომ ჟურნალისტი ვიყავი.  ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას, ცხვირში, ლოყებზე. ცემის შემდეგ, როცა უკვე წამოვდექი, ერთ-ერთი მიყურებდა, სავარაუდოდ, პირსინგი და საყურე რომ მაქვს, მისთვის ასოცირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან, ჰომოფობიური მომართვებით. მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლიდი და ეს ჭკუის სწავლება რას ნიშნავდა, რომ აღარ გავაშუქებდი თუ მეტად ფრთხილად ვიქნებოდი აქციების გაშუქებისას, არ ვიცი. ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, - ამბობს "აპრილის" ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური. 
 

მსგავსი სიახლეები