გადადგეს მკვლელი მთავრობა - პარლამენტთან აქცია დაანონსდა
ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორს თავს დაესხნენ.
ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!", - ნათქვამია განცხადებაში.
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი დღეს დილას იპოვეს. ოპერატორს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.