არა რუსულ კანონს! - თეატრების სცენაზე ხელოვანების პროტესტი გრძელდება
კიდევ ერთი თეატრი, რომელიც საპროტესტო მოწოდებებს შეუერთდა - "სახელოსნო 42"-ში სპექტაკლი ლევან წულაძის გამოსვლით დასრულდა. "არა რუსულ კანონს!" - ეს იყო დასის მთავარი სათქმელი. ქვეყანაში არ დარჩა არცერთი სახელოვნებო სფერო, რომელიც პროტესტს ხამამაღლა და საჯაროდ არ გამოხატავს. "ბრძოლა გრძელდება - ძალა ერთობაშია" - ეს ბანერები ახალი თეატრი სცენაზე გაიშალა. საყოველთაო პროტესტს შეურთდა "რედ ვალენტინოს" სახეც.
მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში იმ ხალხს უხდის მადლობას, ვინც ქუჩაში მომავალს იცავს. სოციალურ ქსელში მომხდარმა საპროტესტო აფეთქებამ "ოცნება" შოკში ჩააგდო. კახი კალაძემ ყველა ის ხელოვანი, სპორტსმენი, რომელმაც თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა, ბულინგის მსხვერპლად და ოპოზიციის მიერ მართულად გამოაცხადა. არადა, ეს ის ხალხია ვისი წარმატებებითაც დღეს მთელი ქვეყანა ამაყობს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.