არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ფაქტებმა გამოიწვიეს ყველაფერი - ნიკა სიმონიშვილი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზებზე

11.07.21 11:52
არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ფაქტებმა გამოიწვიეს ყველაფერი  - ნიკა სიმონიშვილი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზებზე

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის სახლში მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა. სიმონიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს მასზე ძალადობამ გამოიწვია. სიმონიშვილმა შსს დღევანდელი ქმედების გამო გააკრიტიკა. საქმე ეხება ოპერატორის ცხედარის ექსპერტიზაზე დედის ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის ფაქტს. 

პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე დღეა არის და რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ფაქტებმა გამოიწვიეს ყველაფერი ეს და რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ცატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, თუმცა ჩვენ ცუდი რაღაც ვიხილეთ, ძალით გაიტანეს მიცვალებული და არ ვიცი ადვოკატთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე არადნაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება, არასწორად მოიქცა შსს, არ შეიძლება ამ ფორმით გაკეთდეს ყველაფერი, ჩვენ ვანხეთ რომ იმ ძალადობრივ ფაქტებზე ფაქტიურად არ რეაგირებდა და დღეს კი ძალით მიცვალებული გაიყვანეს ", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.