"მოვკვდები, ნუღარ მირტყამ" - რას ყვებიან აქციაზე ნაცემი ჟურნალისტები
ზვიად ხარებაშვილი იგივე "ხარება" აქციის მონაწილეებს აფურთხებდა და მათ წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მობილურით იღებდა. "მოვკვდები, ნუღარ მირტყამ" - ამ ფრაზას ახალგაზრდები იმ დროს იმეორებდნენ, როცა ხვდებოდნენ, რომ უკვე გონებას ჰკარგავდნენ. იურისტების ხელშია უამრავი საქმე, რითაც გომელაურის თანამშრომლების სასტიკი მოპყრობა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დასტურდება.
სცემეს ჟურნალისტებიც. მათ სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ადასტურებს. დაზარალებულებს დაზიანების კვალი ამ დრომდე ეტყობათ. ნაწილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით დაიწყო, ჟურნალისტები კი ითხოვენ, რომ დაემატოს საქმეს სამსახურეობრივ საქმიანობაში ხელის შეშლაც.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.