სროლა ვაკეში - სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი ციხეში გაუშვეს
ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფიგურანტი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. ვასილ როსტიაშვილს გამოძიება სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. თავის არეში მძიმედ დაჭრილი ქურთიაშვილი დღეს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება კიდევ ერთი პირი, რომელსაც ქურთიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო და ცეცხლი გაუხსნა.
"პირველების" ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება ძველი კონფლიქტის გაგრძელებაა. გიორგი რუხაძე ძმები კაკულიების ახლო ნათესავია, რომლებიც ქურთიაშვილს რამდენიმე წლის წინ დაესხნენ თავს, ამიტომ თბილისის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. დაჭრილების კრიტიკული მდგომარეობის გამო ვერცერთი მათგანის დაკითხვა ვერ ხერხდება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.