"სრულიად ჯამრთელი იყო, რა თქმა უნდა ცემის შედეგად გარდაიცვალა" - გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლები

11.07.21 12:13
"სრულიად ჯამრთელი იყო, რა თქმა უნდა ცემის შედეგად გარდაიცვალა" - გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლები

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ახლობლები მის გარდაცვალებას 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას უკავშირებენ. 

არაფერი არ ჭირდა, ჯანმრთელი ადამიანი იყო.ამ დღიდან გამომდინარეა ყველაფერი.  რა თქმა უნდა მაგის შედეგად გარდაიცვალა, არ დაიცვეს როცა საჭირო იყო, ეტყობა ოპერაციამ კი კარგად ჩაიარა მაგრამ რაღაცა მოხდა", - ამბობს ლექსო ლაშქარავას ახლობელი.

 ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილას დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. 5 ივლისს მას ძალადობრივი დაჯგუფება გაუსწორდა, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაცია დაჭირდა. მას სახის ძვლები და თვალი ჰქონდა დაზიანებული.