აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა - ელისაშვილი

19.04.24 19:57
აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა - ელისაშვილი

"მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სპეციალური საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოქალაქეების" ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პირდაპირ თქვა, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, ხოლო მისი დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

გამოკითხვა იყო, მაგრამ ჩვენება მივეცი პრინციპში. მათ ისედაც ჰქონდათ ის ექსკლუზიური კადრები. ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ვცემ პატივს. კადრების გარჩევა იყო მაქსიმალურად, ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი. კი, ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.(კადრებში) სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. ამიტომ, ახლა მთავარი კითხვაა, დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები. 

მსგავსი სიახლეები