"არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს

19.04.24 20:50
"არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი ამ დრომდე არ წყდება.

ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან შეკრებილები. მოქალაქეების მთავარი სათქმელი ერთი წლის გასვლის შემდეგ კვლავ უცვლელია.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გატანას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები