"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან ინაცვლებს.
მომიტინგეები ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე იმყოფებიან და იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან. შეკრებილ მოქალაქეებს შეძახილებით უერთდებიან ავტომობილების მძღოლებიც.