რუსული კანონის წინააღმდეგ აქციამ იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა
რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები მწვავე პროტესტს იუსტიციის სახლთან აგრძელებენ.
მოქალაქეები ადგილისკენ ტრანსფარანტებით და შეძახილებით მივიდნენ.
"არა რუსულ კანონს, საქართველოს გზა ევროპაშია" - სკანდირებენ მომიტინგეები, რომლებიც "ოცნების" ხელახლა დაინიცირებულ კანონპროექტს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ.
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმის გამო, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. რუსეთს საქართველოსთვის კარგი არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ არ გვინდა კიდევ ერთხელ რუსეთში დაბრუნება. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება", - ამბობს მოქალაქე.
მოქალაქეები იუსტიციის სახლიდან რუსთაველის გამზირზე უახლოეს საათებში დაბრუნდებიან. მომიტინგეები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენონ.