კოვიდინფიცირებული 3 ახალშობილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
კორონა ვირუსით ინფიცირებული 3 ახალშობილი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის წარმომადგენლსიო თქმით, მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არცერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა.
ერთ-ერთ მათგანს პირველადი სპეციფიური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს „ბრიტანული“, მესამე ჩვილზე კი გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა.