არა რუსულ კანონს! ვერავინ დაგვამარცხებს - ნატალია ყიფშიძე
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას ნატალია ყიფშიძეც უერთდება.
მსახიობი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ადგილი საქართველოში არ არის.
ვიზიარებ ჩემი თანატოლების პოზიციას, არა რუსულ კანონს! მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ერთად ვართ შეკრებილი, რადგან ამდენ ახალგაზრდას, რომლებსაც ამდენად უყვართ საკუთარი სამშობლო, ვერავინ ვერ დაამარცხებს"- ამბობს ყიფშიძე.
ახალგაზრდა მსახიობმა მისი ოჯახის რიგი წევრების პოზიციაზეც ისაუბრა.
დედაჩემის მხარე ჩემ მხარეს არის, ხოლო სადაც არ არის ჩემი პოზიცია გაზიარებული, იქ ამ თემაზე არ ვსაუბრობ", - ამბობს ნატალია ყიფშიძე.