"ქართული პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს" - CPJ

20.04.24 00:07
"ქართული პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს" - CPJ

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" თბილისის ცენტრალურ გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ქართული პოლიცია თავს სულ მცირე 4 ჟურნალისტს დაესხა, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

საქართველოს პარლამენტმა უნდა უარყოს კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადებს; ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს პოლიციის ძალადობა ჟურნალისტების მიმართ და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები, დაიცვას მედია, რომელიც აშუქებს მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საქართველოს მმართველი პარტია აპირებს გამოიყენოს „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობა, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ,“ - ამბობს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი გულნოზა საიდი.

მსგავსი სიახლეები