"არა რუსულ კანონს" - 20 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ სლოგანით 20 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთეს.
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები "ოცნებისგან" კვლავ კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.