რუსული კანონის წინააღმდეგ 20 აპრილს, 19:00 საათზე აქცია ბათუმშიც გაიმართება
"კი ევროპას, არა რუსეთს" - ამ სლოგანით აქცია 20 აპრილს, 19:00 საათზე ბათუმშიც გაიმართება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "მარტიანელები" არის.
ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა.
ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია.კი ევროპას, არა რუსეთს” – აცხადებენ ორგანიზატორები
წყარო - "ბათუმელები".