სოფელ დვანთან რუსმა ოკუპანტებმა ახალი საგუშაგოები მოაწყეს

20.04.24 11:37
სოფელ დვანთან რუსმა ოკუპანტებმა ახალი საგუშაგოები მოაწყეს

სოფელ დვანთან რუსმა ოკუპანტებმა ახალი საგუშაგოები მოაწყეს. ე.წ. საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში ორი სამხედრო პუნქტია გამზადებული. ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი აღსაქმელია. ინფორმაციას "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" აქვეყნებს. 

ე.წ. საზღვრის პირას მცხოვრები ხალხი შეშინებულია. ბოლო პერიოდში, რუსი ფორმიანები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ხალხი დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს.

"გუშინ გამოჩნდა 3 ფორმიანი, ბოძებს არჭობდნენ. დაკავებები ხშირად ხდება, ჩვენც ორივე დაჭერილი ვიყავით, მე ერთი წელი რომ გამიხდა მერე გამომიშვეს. ახლა კიდე საგუშაგოებს აწყობენ. იქ ჩვენი საძოვრებია ახლოს", - ამბობს მოსახლეობა.

ორი ახალი საგუშაგოს მშენებლობა საოკუპაციო  ხაზის მიმდებარედ, სოფელ დვანთან, ბოლო სამი კვირის განმავლობაში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები