ეს კანონი მომართულია იმ ადამიანების გასაჩუმებლადაც, რომლებიც სცენას, კინოს თავიანთი აზრის გამოსათქმელად იყენებენ - კუხიანიძე
თეატრის სცენებზე ისევ ანტირუსული საპროტესტო ბანერები იშლება. მსახიობი ნუცა კუხიანიძე ამბობს, რომ ეს კანონი გარდა სვა ყველაფრისა, მომართულია იმისკენ, რომ ხელოვანები, რომლებიც სცენას, კინოს, წიგნს თავიანთი პროტესტის გამსოახატად იყენებენ, გააჩუმონ.
ეს კანონი სხვა დანარჩენთან ერთად მომართულია ხელოვანების გასაჩუმებლად, იმ ადამიანების, რომლებსაც უნარი აქვთ თავიანთი სცენა, თუ წიგნი, თუ კინო გამოიყენონ იმისთვის, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან", - ამბობს ნუცა კუხიანიძე.
"არა რუსულ კანონს" - ამ მოწოდებას ამჯერად ათონელის თეატრის მსხიობები შეუერთდნენ. სპექტაკლი "ფინალი დისნეის" მსახიობმა სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს, რასაც დარბაზიდან ტრადიციული ოვაციები მოhყვა. ამ დემონსტრაციული ნაბიჯით, ხელოვანები აპროტესტებენ ხელისუფლების ქმედებებს, და მათ შორის დამოკიდებელებასაც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო თეატრთანაც.