ლაზარე ციხეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დატოვებს - ადვოკატები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ

20.04.24 12:39
ლაზარე ციხეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დატოვებს - ადვოკატები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ

ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დატოვებს - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა ითხოვა. 

ანუ, უფრო გასაგები რომ იყოს, მოსამართლეს 14 დღე სჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკური განაჩენი ფურცელზე გადაიტანოს და დაწეროს, რომ მარტის აქციების მონაწილეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე პრეზიდენტი ლაზარეს ციხის კარს გაუხსნის და შეიწყალებს. სწორედ ამიტომ, პატიმრობაში მყოფი აქტივისტის ადვოკატებს უჩნდებათ განცდა, რომ მოსამართლე შარაძე დროს განზრახ, სხვების მითითებით აჭიანურებს.

გადაწყვეტილება მიღებული აქვს ცალსახად სასამართლოს, რაზედაც გუშინ გაგვცა წერილობითი პასუხი, რომ აქვს 14-დღიანი ვადა მრავალტომიან საქმეებზე და ლოგიკურია, რომ გამოიყენებს 14 დღის ვადას. 4 პოლიციელის ნარატივი ვერანაირად ვერ იქნება მრავალტომიანი საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ემსახურება გაჭიანურებას. გვიწევს დაველოდოთ 26 აპრილამდე - ამბობს ლიკა ბითაძე.

მსგავსი სიახლეები