საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები გორში "ოცნების" ლიდერებს პროტესტით დახვდნენ
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები გორში ქართული "ოცნების" ლიდერებს პროტესტით დახვდნენ.
მშობლები ამტკიცევებ, რომ მათი შვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებები წინ უდევთ, მაგრამ არავინ იძიებს.
"ისეთს არაფერს ვითხოვთ, რაც ხელთა აქვთ და ციიან, რომ ამას გამოძიება არ სჭირდება, იციან ვინც არის მკვლელი, უნდა დააკავონ და ცხვირწინ არ უნდა დამიტოვონ, რომ ყოველდღე გული გამიხეთქონ. საქმეს გავეცნობიო ღარიბაშვილმა და შეგეხმიანებიო. ვის ახსოვს?", - ამბობს თორნიკე მერებაშვილის დედა.
გორში პარტაქტივთან შესახვედრად "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და სხვა ლიდერები იმყოფებიან.
ხელთუბანში მცხოვრები 18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.
პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაუარა ,რაზეც ერთი პირია დაკავებული. ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა, მერებაშვილები ფიქრობენ, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.