ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა

11.07.21 12:50
ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა და ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატა.

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.