თუ გამოძიებამ ნებართვა არ მისცა ბიუროს უჩემოდ ჩატარდება ექსპერტიზა - დამოუკიდებელი ექსპერტი

11.07.21 13:15
თუ გამოძიებამ ნებართვა არ მისცა ბიუროს უჩემოდ ჩატარდება ექსპერტიზა - დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე სამხარაული ბიუროში მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზის ბიუროს საგამოძიებო უწყებისგან ნებართვა არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს დამოუკიდებელი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობას. გეჯაძის თქმით, არ არის გამორიცხული გვამის გაკვეთა მისი გარეშე მოხდეს, თუ გამოძიებისგან ექსპერტიზის ბიურო ნებართვას დროულად არ მიიღებს. 

ჩამოვიდა ექსპერტი, რომელმაც მომახსენა, რომ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია წერილობითი გამოძიებისგან, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ექპსერტიზაში მათ მიღებული არ აქვთ და შესაბამისად ამ ექსპერტიზაში ვერ ჩავერთვები სანამ გამომძიებლის ნებართვა არ ექნება საექსპერტო დაწესებულებას

დამოკიდებულია გამოძიებაზე თუ არ დაუშვა ოფიციალური წერილი ჩემი ჩართულობის თაობაზე, უჩემოდ ჩატარდება აღნიშნული ექსპერტიზა", - ამბობს გეჯაძე.