"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ წუთებში, ქალების მშვიდობიანი მარში რამდენიმე ქალაქში იწყება

20.04.24 17:03
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ წუთებში, ქალების მშვიდობიანი მარში რამდენიმე ქალაქში იწყება

ქვეყანაში დიდი პროტესტია - ამ წუთებში, ქალების მშვიდობიანი მარში ერთი-მეორის მიყოლებით რამდენიმე ქალაქში იწყება. არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა და ხელისუფლებას წამზომს ურთავენ.

ყურადღების ცენტშია თბილისიც. რესპუბლიკის მოედანზე ქალების დაანონსებული მარში სტარტს რამდენიმე წუთში აიღებს. აქტივისტი ქალები ფიქრობენ, რომ ახლა დუმილი დანაშაულია და დროა  ყველამ საკუთარი ძალა ხელისუფლებას უჩვენოს. ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები და ძალადობა გამოვლილი ქალების ხმა - ამბობენ აქციის მონაწილეები.

"ქართულ ონებას" ვეტყვი, ნუ "გვტენის" რუსეთში. ჩვენ ბევრი გვიბრძოლია და კიდევ ბევრს გავუძლებთ. არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას, გვინდა თავისუფლება, ევროპული ღირებულებები", - ამბობს მარშის მონაწილე.

 

მსგავსი სიახლეები