"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ - კოკო როინიშვილი

20.04.24 17:20
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება.

"შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსახიობი და "პირველებთან" ღიად აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრები "ათასგვარ სისულელეს ამბობენ".

ამასთანავე, კოკო როინიშვილი საპროტესტო აქციებზე მყოფ ახალგაზრდებზე ამახვილებს ყურადღებას და დაუმალავად ამბობს, რომ "Gen Z" სწორედ ის თაობაა, რომელსაც "ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია.

ახალი თაობა დგას იქ და ყველაზე საშიშია "ქართული ოცნებისთვის". მე მგონია, რომ ყველაფერს აღიქვამენ ძალიან ზუსტად, მაგრამ თავს ისულელებენ და იბრიყვებენ. თითქოს, რაღაც შავი ნაჭერი აიფარეს სახეზე, თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ, ამიტომ ათასგვარ სისულელეს ამბობენ. მოსალოდნელია, რომ კიდევ ათასგვარ სისულელეს იტყვიან", - ამბობს კოკო როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18:00 საათზე სტუდენტების მარში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან აიღებს გეზს. ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოსთან გაემართებიან და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. სტუდენტების მთავარი გზავნილი იგივეა. მშვიდობიანი მომიტინგეები "ოცნების" ხელისუფლებისგან რუსული კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები