ჩვენ ვიდგებით წინა რიგებში და ვიბრძოლებთ ევროპული ღირებულებების დასაცავად - გვანცა ჯობავა
ჩვენ ვიდგებით წინა რიგებში და ვიბრძოლებთ ევროპული ღირებულებების დასაცავად - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალების მარშს შეუერთდა - რესპუბლიკის მოედანზე მისული გვანცა ჯობავა ამბობს, რომ ქალების ერთიანობას ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიისთვის. მას მაგალითად მოჰყავს იგივე მარო მაყაშვილი, 9 აპრილს დაღუპული ქალები, ხერხეულიძის დედა და ნანა მალშხია.
ჯობავა ამბობს, რომ ნანა მალაშხია სიმბოლური გაგრძელებაა იმ ძველი თქმულების, რომელიც ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით.
არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სათქმელი. ეს კანონი არის ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კანონი. ქალების ერთიანობა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასულ წელსაც ქალები იქცნენ ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ, ნანა მალაშხია მედროშეობით და თაოსნობით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ქალები ვართ იდეური მემკვიდრეები იმ ქალების, რომლებიც საუკუნის წინაც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, იგივე მარო მაყაშვილის, 9 აპრილს რუსთაველზე დაღუპული ქალების იდეური მემკვიდრები, ასევე კიდევ უფრო შორს წავალ და 9 ძმა ხერხეულიძის დედის, რომელიც ბოლომდე იბრძოდა დროშით ხელში. ნანა მალაშხია თითქოს სიმბოლური გაგრძელება იყო იმ ძველი თქმულების, რომელიც ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, აქ დგომით, ჩვენ ქალები ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ ჩრდილში დარჩენას. ჩვენ ვიდგებით წინა რიგებში კაცებთან ერთად, რა თქმა უნდა და ვიბრძოლებთ, რომ არ შეიცვალოს ამ ქვეყნის კონსტიტუციური ორიენტაცია , ევროპული ღირებულებების დაცვა და ჩვენი აგწევრიანება ევროკავშირში", - ამბობს გვანცა ჯობავა.
ქვეყანაში დიდი პროტესტია - ამ წუთებში, ქალების მშვიდობიანი მარში ერთი-მეორის მიყოლებით რამდენიმე ქალაქში იწყება. არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა და ხელისუფლებას წამზომს ურთავენ.