"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

20.04.24 17:35
 "არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა და ხელისუფლებას წამზომს ურთავენ.

 აქტივისტი ქალები ფიქრობენ, რომ ახლა დუმილი დანაშაულია და დროა  ყველამ საკუთარი ძალა ხელისუფლებას უჩვენოს.

დღეს მარში საქართველოს ყველა ქალაქში იმართება. 

პარალელურად, 7 საათზეა დაგეგმილი იმ ახალგაზრდების უკვე ტრადიციად ქცეული შეკრება ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომლებმაც ქართველი გმირების წინაშე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ფიცი დადეს.

მსგავსი სიახლეები