"გულისტკივილს გამოვხატავ" - ღარიბაშვილი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

11.07.21 13:29
"გულისტკივილს გამოვხატავ" - ღარიბაშვილი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას  ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს facebook-ით ეხმაურება. 

უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია
", - წერს ღარიბაშვილი.