"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალეს.
სამოქალაქო საზოგადოება მკაცრად გმობს რუსული კანონის მიღების მეორე მცდელობას და ეწინააღმდეგებიან პარლამენტში, ქალთა კვოტირების გაუქმებასაც.
ჩვენ გვინდა უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს საქართველოში ცხოვრება და არ გვინდა დაბრუნება რუსეთში. გამოვიარე და ვიცი ეს წლები ჩემი მშობლებისგან და მეც, ამიტომ მინდა, რომ ჩემი შვილები უკეთესს ქვეყანაში ცხოვრობდნენ. არა რუსულ კანონს, კი ევროპას", - ამბობს აქტივისტი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ქუჩაში გამოსვლა უნდა იყოს 83 დეპუტატისთვის მესიჯი, რომ თუ მათ რუსეთში უნდათ, წავიდნენ რუსეთში და ხელი არ შეუშალონ ქვეყნის ევროპულ გზას.
ჩვენ ნამდვილად წარმოვადგენთ საქართველოს და ეს გამოჩნდა. როდესაც ამდენი ადამიანი გამოდის, ეს უნდა იყოს ხელისუფლებისთვის და იმ 83 ადამიანისთვის მესიჯი, რომ ისინი არ წარმოადგენენ ხალხს, მათ არ აქვთ მანდატი და ეს უნდა გაიგონ. თუ მათი არჩევანი რუსეთია, მათ აქვთ ამის არჩევის საშუალება და შეუძლიათ, წავიდნენ იქ, სადაც ფიქრობენ, რომ კარგად იქნებიან. ჩვენ გვაქვს საშუალება და უფლება, რომ ვიყოთ იქ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, სადაც ჩვენი იდენტობაა. ამას აპროტესტებს ყველას. თუ ვინმეს რამის გაგება უნდა, უნდა გაეგო უკვე. ვინც ვერ გაიგო, თავად უნდა მიხვდეს, რომ არ არის მისი სივრცე აქ. ამოიწურა ეს სივრცე მათთვის. ლეგიტიმაცია აღარ აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წავიდნენ იქ, სადაც მათი არჩევანია. ჩვენი, მოსახლეობის არჩევანი არის დამოუკიდებელი საქართველო. არა რეპრესიებს, არა დევნას, არა რუსეთში შეთრევას. არ არის ეს ჩვენი არჩევანი და უკვე გასაგები უნდა იყოს. მეორე წელია ამაზე ვლაპარაკობთ", - ამბობს აქციის მონაწილე.