არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - ემიგრანტების აქცია დუბლინში

21.04.24 12:16
არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - ემიგრანტების აქცია დუბლინში

საპროტესტო აქცია გაიმართა დუბლინშიც. ირლანდიაში მცოხვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების მცდელობა საელჩოსს შენობასთან დაგმეს. 

ემიგრანტები სრულ მხარდაჭერასს უცხადებენ საქართველოსს ევროპულ მომავალს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საფრთხეშიი აგდებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონზე უარს არ იტყვის, ქართველი ემიგრანტები უწყვეტ დემონსტრაციებს აანონსებენ.

ჩვენ ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს უკვე დღეების განმავლობაში თბილისში. ჩვენ ყველა საქართველოსთვის ვიბრძვით, ემიგრანტები განსაკუთრებულად და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს თბილისშია, ვუდგავართ გვერდით და ჩვენ ყველა ერთად ვაცხადებთ: „არა რუსულ კნაონს! არა რუსულ რეჟიმს!“, - განაცხადეს შეკრებილებმა.  

მსგავსი სიახლეები