არა რუსულ კანონს! - ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები ტალინსა და პარიზშიც გამართეს
არას რუსულ კანონს ეუბნებიან ესტონეთში მცხოვრები ქართველებიც. ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია ტალინში გამართეს. იძულებით შრომით მიგრაციაში მყოფმა ქართველებმა ესტონეთისს დედაქალაქში საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სადავო კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს.
საპროტესტო მოწოდებები ისმოდა საფრანგეთის დედაქლაქშიც. საქართველოს მოქალაქეებმა პარიზის ცენტრში ეორვნული დროშები გაშალეს და "ქართული ოცნების" მოქმედებები დაგმეს. "არა რუსულ კანონს! ბრძოლაა გრძელდება! - სკანდირებდნენ ქართველი ემიგრანტები.