არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! - აქცია გორში

21.04.24 17:26
არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! - აქცია გორში

არას რუსულ კანონს ეუბნებიან გორშიც. საპროტესტო შეკრება უკვე დაწყებულია. ქალაქში,  სადაც რუსული ოკუპაციის მთელი სიმძიმე ყველაზე მეტად ირგძნობა, ანტირუსული მოწოდებები ისმის და ხელისუფლების მოქმედებებს გმობენ. 

ამ წუთებში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები გორის ციხესთან იკრიბებიან. ქალაქი, რომელიც წლების წინ რუსული ჭურვებით დაბომბეს, დღეს უალტერნატივოდ ირჩევს ევროპას. ხალხს რჩება განცდა, რომ ხელისუფლებას დიდი გამყოფი კედელი აქვს აგებული და მათი აღარ ესმით.

გმირებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ 83-მა აყროლებულმა რუსმა დაგვაბრუნოს იქ, საიდანაც ამოვძვერით დიდი ხნის წინ და ეს ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ კი არ გავისტუმრებთ რუსულ კანონს, არამედ სანამ არ გავისტუმრებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც მიგვათრევს წარსულში, - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ის მქედებები, როემლსაც ახლა ხელისუფლება სჩადის, იმ გმირების შეურაცხყოფაა, რომლებიც  ქვეყნის დამოუკიდებლობსთვის იბრძოდნენ.  

ეს არის ქალაქი, რომელიც 15 წლის წინ ბომბებოდა რუსული კასეტური ბომბებით. აქ გამოიყენა პირველად რუსეთმა ის აკრძალული იარაღი, რომელსაც იყენებს ახლა უკრაინაში. ეს არის დანაშაული და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა იმ გმირების, ჩვენი, ვინც ვიბრძოდით და ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ხალინდელი დღისთვის. არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს!, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

მსგავსი სიახლეები