მოვედით აქამდე იმიტომ რომ ყველა ასეთი შემთხვევა დაუსჯელი დარჩა - უგულავა

11.07.21 14:27
მოვედით აქამდე იმიტომ რომ ყველა ასეთი შემთხვევა დაუსჯელი დარჩა - უგულავა

გიგი უგულავა ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. უგულავას თქმით, ხელისუფლებამ ძალადობა წაახალისა, რამაც საზოგადოება ამ შედეგებამდე მიიყვანა. ამის შესახებ უგულავამ ტვ პირველზე, ანა ახალიას დღის ამბებში ისაუბრა. 

წარმოუდგენელია როცა ადამიანი უყურებ მიცვალებულის შებილწვას. ამხელა უწყებას ერთი ადამიანი, ფსიქოლოგიც არ ყავს, რომ მშობელს დაელაპარაკოს. ეს ხომ არ წერია არსად. ამის კეთებას რა ქვია. მოვედით აქამდე იმიტომ რომ ყველა ასეთი შემთხვევა დაუსჯელი დარჩა. ცეცხლთან თამაში "ოცნებამ" დაამთავრა იმით, რომ ცეცხლში თვითონ  დაიწვებიან. თუ მთავრობა არ წავიდა ნებისმიერ რამეზე საზოგადოებას ხელები ეხსნება, ვსაუბრობთ ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილზე, ეს ადამიანი აღარ დაბრუნდება დამთავრდა

ჩვენ ხმა არ ამოვიღეთ როცა მაჩალიკაშვილს შვილი მოუკლეს, როდემდე უნდა ვიაროთ ამ წრეზე. პირდაპირ კლავენ უკვე და კლავენ იესოს სახელით და ამათ გონიათ რომ არჩევნებზე გამოიყენებენ? ცეცხლში დაიწვებიან ისინი", - ამბობს უგულავა.