პროტესტით შეშინებული ხელისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული
პროტესტით შეშინებული ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ისევ სპეცდანიშნულების რაზმებს უპირისპირებს. "პირველების" კამერამ ცოტა ხნის წინ გადაიღო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უკანა ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპართამენტის თანამშრომლები ავტობუსებით შეიყვანეს. ამ დანაყოფს, სავარაუდოდ, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ხელმძღვანელობს.
რა ხდება ადგილზე ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.